ახალგაზრდა მსჯავრდებულები დაკავდებიან ტრადიციული რეწვის ხელოვნებით

რთულია ახალი ცხოვრების დაწყება  ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ. განსაკუთრებით ,თითქმის გადაულახავი სიძნელეების და გამოწვევების წინაშე დგებიან ახალგაზრდა ,ყოფილი პატიმრები სამუშაოს ძიების პროცესში. ამასთან დიდი ალბათობით ,საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციისთვის   არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე მათი დასაქმებაა.

 

100.000 მაცხოვრებელზე 516 პატიმრით ევროპულ სივრცეში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პატიმრების რაოდენობის მიხედვით. ბევრი მათგანი ახალგაზრდაა და განათლების გარეშეა.

 

სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდგომ, მათი პროფესიული პერსპექტივა ქვეყანაში საშუალოდ  40 პროცენტიანი უმუშევრობით განისაზღვრება.

 

ზოგიერთ საპატიმროში ახალგაზრდა პატიმრები ეუფლებიან  ტრადიციული რეწვის ხელოვნებას. შორეული პერსპექტივა არ იქნებოდა, რომ ისინი საპყრობილეს დატოვების შემდგომ სწავლას გააგრძელებენ და იქნებ რეწვის ოსტატობა მათ პროფესიულ მიზნადაც კი დაისახონ?

 

ამ მიზნით, სურს სოციალურ კაპიტალს პროფესიულ სასწავლებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,  ტრადიციული რეწვის სახელოსნოებში ახალგაზრდა პატიმრებისათვის პროფესიული გადამზადების საშუალება შექმნას.

 

პარალელურად გვსურს, ქართული ხალხური რეწვისთვის შევქმნათ ონლაინ ბაზარი. ტრადიციული ხალხური რეწვის ოსტატები მხარს უჭერენ ჩვენს ინიციატივას და მზად არიან , ახალგაზრდა , ყოფილი პატიმრები  თავიაანთ სახელოსნოებში დაასაქმონ, თავდაპირველად  როგორც პრაქტიკანტები,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროფესიული სწავლებისა და  გადამზადების ფარგლებში, ხოლო მოგვიანებით აუცილებლად როგორც თანამშრომლები.

 

საქმიანობა

ქართული სუვენირები | 2017 წლის დეკემბერიDetails

პროექტი : „სუვენირების დამზადების  უნარ-ჩვევების გაუმჯობესება პროტოტიპების მეშვეობით , ყოფილი მსჯავრდებულების თანამონაწილეობით “ შემუშავებულ იქნა: „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის„ მიერ ,სოციალური კაპიტალი" სა და "იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ტექნიკური მხარდაჭერით. ხელოვანები,  რომელთა ზოგიერთი მათგანი ყოფილი მსჯავრდებულია, პროფესიული სკოლის პედაგოგები და დიზაინერები გაერთიანდნენ და ოთხი სხვადასხვა მიმართულების თემატურ  ვორკშოფში განავითარეს მთელი რიგი სუვენირ-პროტოტიპები მათი სამოვავლო პროდუქციიისთვის . შეიქმნა კატალოგი. აქტივობები დაფინანსებულ იქნა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

კატალოგის  ჩამოტვირთვა

 

 

საშობაო ბაზრობები ქალაქ კოლნში | 2016 წლის დეკემბერიDetails

დიზაინერულმა ფირმამ კლინიკონი 2016 წელს , საშობაოდ კოლნში აწარმოვა სოციალური კაპიტალის (ესკომერსი) ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა .

 

2016 წლის 21 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გაყიდვა მიმდინარეობდა ქალაქ კოლნის საშობაო ბაზრობაზე ეგრეთწოდებულ "Statdgarten" ში , ხოლო ამა წლის 17/18 დეკემბერს აგრეთვე ქალაქ კოლნში ე.წ "Superweihnachtstmarkt" ში. გარდა ამისა კლინიკონის საკუთარი პროდუქციის დიდი უმრავლესობა დამზადდა საქართველოში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების სახელოსნოებში.

 

 

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის | საერთაშორისო სამიტი. 2016 წლის 23– 25 სექტემბერი Details

სოციალური-კაპიტალი მონაწილეობას იღებდა ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტში, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე იმართებოდა, სადაც სოციალურ კაპიტალს საკუთარი ჯიხური ჰქონდა განთავსებული.

 

სამიტი ორგანიზებული იყო ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ და ასევე საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მარდაჭერით. პროექტის პარტნიორები იყვნენ ასევე : საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბრიტანეთის საბჭო, აშშ საელჩო საქართველოში და შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტო. სამიტი შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს ფართო საზოგადოებას შესთავაზონ ბაზარზე ორიენტირებული ეროვნული პროდუქცია , მიიღონ უკუკავშირი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და მოიძიონ ახალი ბაზარი ქართული და სამხრეთ კავკასიური ტრადიციული რეწვის ნამუშევრებისთვის.

 

 

► პროექტის წარდგენა | 2016 წლის 29 იანვარიDetails

2016 წლის 29 იანვარს სოციალურმა კაპიტალმა (SK) თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სგამოფენო დარბაზში წარადგინა პროექტი „ ახალგაზრდა ყოფილი პატიმრები დაკავდებიან ტრადიციული რეწვის ხელოვნებით“.

 

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დაახლოებით 50 მდე წარმომადგენელმა.

 

გაერთიანება სოციალ კომერსის ორმა წარმომადგენელმა, პაბლო ფერნანდესმა და მიქაელ ფარულავამ განმარტეს ორგანიზაციის ხედვები და მიზნები ქართული ხალხური რეწვის პროექტთან დაკავშირებით.

 

მიქაელ ფარულავამ ისაუბრა თბილისში, ავჭალის არასრულწლოვანთა საპყრობილეში მისი, როგორ მინანქრის მასწავლებლის გამოცდილებაზე. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიზნებისა და ამოცანების და ასევე პროექტში შეტანილი წვლილის თაობაზე საბოლოო, შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა, ამავე ცენტრის წარმომადგენელმა ქეთევან ჩიტაშვილმა.

 

დამსწრე ხელოვანების მიმართ შემდეგი შეთავაზება გაკეთდა , რომ მათ თავიაანთ სახელოსნოებში პრაქტიკის ადგილი გამოყონ ახალაგზრდა ყოფილი პატიმრებისთვის. თვრამეტი მათგანი მზადაა ოცდაათი შეგირდი აიყვანოს.